ახალი ამბები

ლუკა მაისურაძე ანტალიის გრან პრის გამარჯვებულია

6 აპრილი, 2019 • 1228
ლუკა მაისურაძე ანტალიის გრან პრის გამარჯვებულია

ქართველი ძიუდოისტი ლუკა მაისურაძე ანტალიის გრან პრის ჩემპიონია. 6 აპრილს გამართული ფინალური შეხვედრისას მან იტალიელი მეტოქე კრისტიან პალატი იპონით დაამარცხა.

მანამდე, საწყის ეტაპზე, 81 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე მაისურაძემ ჰოლანდიელ მეტოქეს სძლია. შემდგომ მან ბელგიელი და უკრაინელი ძიუდოისტები დაამარცხა, ვაზარით მოუგო რუს ოლიმპიურ ჩემპიონსაც და ფინალის საგზური გაინაღდა.

ანტალიის გრან პრიზე საქართველო 13 ძიუდოისტითაა წარმოდგენილა. გუშინ, 5 აპრილს, 66 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბაგრატ ნინიაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ხვალ, 7 აპრილს, დასკვნით საშეჯიბრო დღეს კი, სამ წონით კატეგორიაში 5 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს.

ფოტო გარეკანზე: ძიუდოს ეროვნული ფედერაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი