ახალი ამბები

კოვზანაძე ფიქრობს, რომ სებ-ის პრეზიდენტმა ყველა არსებულ კითხვას გასცა პასუხი

5 აპრილი, 2019 • 1284
კოვზანაძე ფიქრობს, რომ სებ-ის პრეზიდენტმა ყველა არსებულ კითხვას გასცა პასუხი

საქართვეოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყველა არსებულ კითხვას პასუხი გასცა:

“ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ძალიან ღიად და დეტალურად ისაუბრა „თიბისი ბანკის“ საქმეზე და, პრაქტიკულად, ყველა კითხვას გასცა პასუხი”, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ პლენარულ სესიაზე.

მისი თქმით, ამით საკითხი ამოურულია.

კოვზანაძისგან განსხვავებული შეფასება აქვთ გვენეტაძის გამოსვლაზე დეპუტატების ნაწილს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ დასმულ კითხვებზე სებ-ის პრეზიდენტი არ პასუხობს.

ამის გამო “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს შესთავაზა, რომ მათ ჰქონოდათ შესაძლებლობა, დასმულ კითხვაზე გვენეტაძის პასუხი მაშინვე მოესმინათ.

გვენეტაძის პასუხებით უკმაყოფილოა პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძეც. მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კითხვების ნახევარზე მეტს არ უპასუხა.

პარლამენტის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა კი გვენეტაძეს შეახსენა, რომ კითხვები, რასაც დეპუტატები მას უსვამენ, რეალურად საზოგადოებაშიც არსებობს. მისივე თქმით, სებ-ის პრეზიდენტი ვალდებულია, საზოგადოების წარმომადგენლების კითხვებს უპასუხოს.

დეპუტატების ნაწილი მიიჩნევს, რომ გვენეტაძემ არასასურველ კითხვებს თავი აარიდა

მასალების გადაბეჭდვის წესი