ახალი ამბები

ხაზარაძეს სურდა მიგვეცა წერილი, სადაც ეწერებოდა, რომ ფული არ გათეთრებულა – გვენეტაძე

5 აპრილი, 2019 • 1010
ხაზარაძეს სურდა მიგვეცა წერილი, სადაც ეწერებოდა, რომ ფული არ გათეთრებულა – გვენეტაძე

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამბობს, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ სებ-ისგან მოითხოვა ოფიციალური წერილი, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ ე.წ. ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.

საუბარია თიბისი ბანკში 2008 წელს განხორციელებულ ტრანზაქციაზე, რომელსაც პროკურატირა უკანონო შემოსავლების ლეგალიზების მუხლით იძიებს.

“ბატონი მამუკას [ხაზარაძე] მხირიდან იყო იმის სურვილი, რომ ჩვენ მიგვეცა წერილი, სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ ფული არ გათეთრებულა. ამაზე ავუხსენით, რომ ეს ჩვენი მანდატი არ არის. ჩვენ ასეთ წერილს ვერ მივცემთ, რადგან კანონმდებლობით ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს,”-აცხადებს გვენეტაძე.

მოხდა თუ არა თიბისი ბანკის მიერ 2008 წელს განხორციელებული ტრანზაქციით უკანონო შემოსავლის ლეგალიზება, ამის შესახებ კობა გვენეტაძე არ საუბრობს. მისი თქმით, ე.წ ფულის გათეთრების შესწავლას ეროვნული ბანკის მანდატი არ ითვალისწინებს. სებ-ის პრეზიდენტი განმარტავს, რომ ცენტრალურმა ბანკმა ტრანზაქცია  მხოლოდ ინტერესთა კონფლიქტის კუთხით შეისწავლა.

მასალების გადაბეჭდვის წესი