ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრებაზე ხომ არაფერი იცის – ბიბილოვი

5 აპრილი, 2019 • 1341
სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრებაზე ხომ არაფერი იცის – ბიბილოვი

ანატოლი ბიბილოვმა, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერმა, ოსურ მედიასთან ინტერვიუში ქართული მხარის პოლიტიკის შესახებაც ისაუბრა. მისი განცხადებით, თბილისს ვალდებულებებს ვაშინგტონი და ბრიუსელი ახვევენ თავს და ამჟამინდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დასავლეთის პოლიტიკის გაგრძელებაა.

“სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცხოვრებაზე ხომ არაფერი იცის. ვიცით, ხომ, საიდან ჩამოვიდა? არ მგონია, რომ მას ისეთი ცუდი ცხოვრება ჰქონდა საფრანგეთში, რომ საკუთარი ხალხის დასახმარებლად ჩამოვიდა. გადაწყვეტილება ვაშინგტონმა მიიღო – გაგრძელდეს ის ხაზი, რომელიც ვაშინგტონისა და ბრიუსელის მიერ განისაზაღვრება”, – ამბობს ბიბილოვი.

ოფიციალურ განცხადებებში ცხინვალი და სოხუმი თბილისს ვაშინგტონისა და ბრიუსელის ინტერესების გატარებაში ადანაშაულებენ.

სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად რუსეთის ფედერაციამ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა და მოკავშირეებად ასახელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი