ახალი ამბები

პარლამენტმა კანონპროექტი, რომლითაც სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდებოდა, ჩააგდო

5 აპრილი, 2019 • 5223
პარლამენტმა კანონპროექტი, რომლითაც სკოლის გამოსაშვები გამოცდები უქმდებოდა, ჩააგდო

პარლამენტმა ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით არ მიიღო.

კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს საქართველოს მთავრობამ წარუდგინა და საკანონმდებლო ორგანო დაჩქარებული წესით განიხილავდა, სკოლის გმაოსაშვები გამოცდების გაუქმებას ეხებოდა.

აღნიშნულ კანონპროექტს მხარი 54-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ არავინ წასულა, თუმცა მისაღებად კანონპროექტს 63 ხმა სჭირდებოდა.

კენჭისყრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ლევან კობერიძემ ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ ხმაურის გამო გაუგებარი იყო, რომელ კანონპროექტს ეყრებოდა კენჭი და განმეორებითი კენჭისყრის ჩატარება სთხოვა, რაზეც ირაკლი კობახიძემ განახადა, რომ განმეორებითი კენჭისყრის ჩატარების საფუძველი არ არსებობდა:

“არგუმენტი არ არის ხმაური. არც ამ შემთხვევაში და არც სხვა შემთხვევაში,” – თქვა კობახიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი