ახალი ამბებისამართალი

უაქციზო სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

5 აპრილი, 2019 • 1464
უაქციზო სიგარეტის უკანონოდ შემოტანის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, სასაზღვრო სექტორი “წითელი ხიდის” ტერიტორიაზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს მოქალაქეები – 1994 წელს დაბადებული ნ.ბ. და 1993 წელს დაბადებული გ.ნ. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად უკანონოდ გადაკვეთისა და საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საქართველოში ჯგუფურად უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაულის დამტკიცევის შემთხვევაშიი ორივე მათგანს 8-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, უკანონოდ გადმოკვეთეს. შსს-ს განცხადებით, სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი ჩხრეკისას 4 710 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 214-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და მე-5 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი