ახალი ამბები

ონლაინ-კამპანია ბრუნეის სულთნის სასტუმროების ბოიკოტირების მიზნით

4 აპრილი, 2019 • 1675
ონლაინ-კამპანია ბრუნეის სულთნის სასტუმროების ბოიკოტირების მიზნით

სოციალურ ქსელებში ბრუნეის სამეფო ოჯახის კუთვნილი სასტუმროების ქსელის ბოიკოტირების მიზნით კამპანია დაიწყო, რომელში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ, მათ შორის, ტელეწამყვანი ელენ დეჯენერისი, მსახიობი ჯორჯ კლუნი და ა.შ.

კამპანია პასუხია ბრუნეიში მიღებულ ახალ კანონზე, რომლის მიხედვითაც გეი სექსი და ადიულტერი (სქესობრივი ურთიერთობა სხვა ქორწინებაში მყოფ პირთან) ჩაქოლვით, სიკვდილით ისჯება.

როგორც ირკვევა, ბრუნეის სულთანი არაერთ სასტუმროსა და გასართობ დაწესებულებას ფლობს ნიუ იორკში, ლონდონში, ათენში, მილანში, პარიზში.

ონლაინ-კამპანია სწორედ ამ სასტუმროების ბოიკოტირებას ისახავს მიზნად.

სასტუმროები დორჩესტერის ბრენდის ქვეშ ოპერირებს. ბრენდმა განცხადება გაავრცელა და მხარი დაუჭირა მრავალფეროვნებას, ასევე განაცხადა, რომ არ ემხრობა დისკრიმინაციას.

CNN წერს, რომ ონლაინ საპროტესტო კამპანიის გამო ბრენდის სასტუმროებს სოციალურ ქსელებში გვერდების დროებით დეაქტივაცია მუწიათ. დორჩესტერი აცხადებს, რომ ეს მათი თანამშრომლების შეურაცხყოფისაგან დასაცავად გააკეთეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი