ახალი ამბები

შევარდნაძის არმია წელიწადზე მეტი ეომა რუსეთს და 2008 წელს ორ დღეში მოცოცხეთ – გაჩეჩილაძე

4 აპრილი, 2019 • 3393
შევარდნაძის არმია წელიწადზე მეტი ეომა რუსეთს და 2008 წელს ორ დღეში მოცოცხეთ – გაჩეჩილაძე

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას უსმენენ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია გაჩეჩილაძე თავდაცვის უწყებისადმი ოპოზიციის კრიტიკას გამოეხმაურა და თქვა, რომ შევარდნაძის დროს შეიარაღებულმა ძალებმა უფრო დიდხანს იბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ, ვიდრე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლების დროს.

“აქ ვიღაცამ ოპოზიციიდან შედარება მოიტანა შევარდნაძის შეიარაღებულ ძალებთან. ერთი შედარება – შევარდნაძის ჯერ კიდევ არჩამოყალიბებულმა არმიამ 90-იან წლების დასაწყისში წელიწადზე მეტი ეომა რუსეთს და უამრავი ადამიანი გმირულად დაიხოცა იქ. თქვენ კი 2008 წელს, ორ დღეში მოცოცხეთ იქიდან, როდესაც ბიუჯეტი გქონდათ მილიარდნახევარი”, – განაცხადა გაჩეჩილაძემ.

მმართველი გუნდის წვერის თქმით, “ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჯარისკაცები სასიკვდილოდ დატოვა ომის ზონაში, თვითონ კი საზღვრებისკენ გაემართნენ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი