ახალი ამბები

საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმსჯელობთ – ფინანსთა მინისტრი

4 აპრილი, 2019 • 1484
საბანკო რეგულაციების გადახედვაზე ვმსჯელობთ – ფინანსთა მინისტრი

ფინანსთა მინისტრის, ვანო მაჭავარიანის თქმით, საბანკო რეგულაციების გადახედვაზე მსჯელობა მთავრობაში მიმდინარეობს და ამ პროცესში ეროვნული ბანკიც ჩართულია.

მინისტრი განმარტავს, რომ ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის ცვლილებების გავლენაზე სრული სურათი ჯერ არ არის, თუმცა გამოვლენილი ტენდენციები მიუთითებს, რომ შესაძლოა, მთავრობას რეგულაციების გადახედვა მოუწიოს.

“ამ მასშტაბის საბანკო რეგულაციების მომხრე არც მაშინ ვიყავი და არც დღეს ვარ. იმედს ვიტოვებ, რომ ეროვნული ბანკი შეძლებს და იპოვის თავის თავში ძალას ,გადახედოს ამ რეგულაციებს. ნაადრევია, სრულად დავინახოთ ამ რეგულაციების ეფექტი, თუმცა ზედაპირულად და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ამ რეგულაციების გავლენა, მაგალითად, სამშენებლო სექტორზე. მე მიმაჩნია, რომ ამ სექტორში შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს რეგულაციების შესუსტება. გამოვლენილი ტენდენციები მიგვითეითებს, რომ შეიძლება რეგულაციების გადახედვა მოგვიწიოს. პირადად მე ამის მომხრე ვიქნები,” -აცხადებს ივანე მაჭავარიანი.

ნეტგაზეთის კითხვაზე, რა ფორმით უნდა მოხდეს სამშენებლო კომპანიებისთვის რეგულაციების ცვლილება, მაჭავარიანი პასუხობს, რომ ეს ტექნიკური დეტალებია და ამაზე ახლა ვერ ისაუბრებს. მისი თქმითვე, სექტორში რეგულაციების შერბილების საკითხზე მთავრობაშიც ფიქრობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი