ახალი ამბები

ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე – მთავრობა ახალ დღესასწაულს დაჩქარებულად აწესებს

4 აპრილი, 2019 • 8911
ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღე – მთავრობა ახალ დღესასწაულს დაჩქარებულად აწესებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს, 4 აპრილს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მთავრობა პარლამენტს დაჩქარებული წესით მიმართავს ახალი დღესასწაულის დასამტკიცებლად.

“დღეს მთავრობა საქართველოს პარლამენტს წარუდგენს ინიციატოვას, რომ დაჩქარებული წესით მიიღოს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, 12 მაისი, რომელიც არის წმინდა ანდრია მოციქულის ხსენების დღე, ასევე დადგინდეს ყოვლათწმინდა ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღედ. ეს გახლავთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ინიციატივა, თუმცა ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ. დარწმუნებული ვარ, 12 მაისი გახდება საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაული”, – თქვა მამუკა ბახტაძემ.

ღვთისმშობლის წილხვედრობის აღნიშვნის ინიციატივა ილია მეორეს ეკუთვნის. მან ამის შესახებ გასულ წელს ისაუბრა.

ვფიქრობ, დადგება დღე, როდესაც საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობა აღინიშნება – ილია II

ამავე თემაზე გირჩევთ

“უიაფესი პოპულიზმი და რწმენის გაუფასურება” – დეკანოზი ლომიძე წილხვედრობის დაკანონებაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი