ახალი ამბები

რატომ არ გადააღებინეთ ბოკუჩავას სელფი ენმ-ის მინისტრების მერსედესთან? – სესიაშვილი იზორიას

4 აპრილი, 2019 • 971
რატომ არ გადააღებინეთ ბოკუჩავას სელფი ენმ-ის მინისტრების მერსედესთან? – სესიაშვილი იზორიას

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი სესიაშვილმა პარლამენტში მყოფ თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას კითხვებით მიმართა. სესიაშვილმა ოპოზიციის კრიტიკას უპასუხა მმართველი გუნდის მიმართ.

“ქალბატონმა ელენემ [ხოშტარია], იდილია უნდა დაგირღვიოთო და ისაუბრა ფაქტზე [ქალი მფრინავის შესაძლო დისკრიმინაცია], რომელიც ჩემთვისაც საინტერესოა და ვუერთდები ამ კითხვას. სალომემ [სამადაშვილი], გაუგებარი კორუფცია არის თავდაცვის სამინისტროშიო და თინა ბოკუაჩავამაც სურათები ააფრიალა.

დამელოდეთ ცოტა ხანი, ჩემი გამოსვლაც იქნება და იდილიას ნამდვილად დაგირღვევთ.

ბატონო მინისტრო, რატომ არ მუშაობთ ოპოზიციასთან? რატომ არ წაიყვანეთ ქალბატონი თინა ბოკუაჩავა მაგალითად და რატომ არ გადააღებინეთ სელფი 442 ათასლარიან მერსედესთან ერთად, სადაც ფლეისთეიშენია განთავსებული და მისი [ენმ-ს მთავრობის] მინსიტრები ერთობოდნენ. როგორც მათმა პრეზიდენტმა არ იცოდა დანაშაულების შესახებ, ისე მათაც არ იციან. ქალბატონი სალომე სამადაშვილი დაპატიჟეთ და გააცანით ის დოკუმენტაცია, სადაც არის რეალური კორუფცია. ახლა არ გახლავთ, ეტყობა, რუსთავი 2-ს აძლევს ინტერვიუს იმას, რომელიც, სამწუხაროდ, ომის შემდეგ თავდაცვის სმაინისტროს, ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების ფულით არის ნაყიდი. ქალბატონი თინაც წაიყვანეთ თავდაცვის სამინისტროში და ანახეთ ის ოთახი, სადაც ადამიანებს აწამებდნენ. არ მუშაობთ, ბატონო მინისტრო, ოპოზიციასთან”, – მიმართა სესიაშვილმა იზორიას.

მასალების გადაბეჭდვის წესი