ახალი ამბებირეკლამა

შინდისში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

4 აპრილი, 2019 • 792
შინდისში გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო

მთაწმინდის გამგეობის დაფინანსებით, შინდისში, გელაზის I ჩიხი №4-ში, გრუნტის დამჭერი კედელი მოეწყო. აღნიშნული პროექტის განხორციელებით სავალი გზის გასწვრივ გრუნტის ჩამოშლის საფრთხე მოიხსნა, რომელსაც, შესაძლოა, მიმდებარედ არსებული საცხოვრებელი სახლი დაეზიანებინა.

მსგავსი პრობლემის გამო, წლის დასაწყისიდან გამგეობამ რაიონში კიდევ ორი გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობა დაასრულა. კედლების მოწყობისთვის ბიუჯეტიდან, ჯამში, 51 720 ლარი დაიხარჯა.

მასალების გადაბეჭდვის წესი