ახალი ამბები

კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია 7 თვეს გაგრძელდება და 43 მილიონი დაიხარჯება

4 აპრილი, 2019 • 989
კახეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია 7 თვეს გაგრძელდება და 43 მილიონი დაიხარჯება

თბილისის მერიის ინფორმაციით, უკვე დაიწყო კახეთის გზატკეცილის ორივე მიმართულების რეაბილიტაცია, რომელიც 7 თვის განმავლობაში გაგრძელდება. ამ პერიოდში ავტომობილები სათადარიგო ზოლებში იმოძრავებენ.

როგორც მერია აცხადებს, სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყობა 360 ჭა, ბორდიური და ტროტუარი. გზის სავალ ნაწილზე, ჯამში, 280 000 კვადრატულ მეტრზე ასფალტის საფარის სამი ფენა დაიგება. რეაბილიტაციის მომდევნო ეტაპზე, გარე განათების ქსელი სრულად გამოიცვლება და ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი LED სანათები დამონტაჟდება. პროექტი ასევე, ითვალისწინებს გამწვანების ღონისძიებებს.

ამ პროექტის განსახორციელებლად თბილისის მერიის ბიუჯეტიდან 42 937 537 ლარი დაიხარჯება.

“ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, როგორც ღირებულებით, ასევე, იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქის შემოსასვლელია. საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს ქალაქზე და ქვეყანაზე შთაბეჭდილება პირველად ამ გზით ექმნებათ. შესაბამისად, ის მაქსიმალურად მოწესრიგებული, განახლებული და თანამედროვე იქნება”, – განაცხადა კახა კალაძემ.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი