ახალი ამბები

პანკისის ხეობაში 10 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

3 აპრილი, 2019 • 1074
პანკისის ხეობაში 10 წლის გოგოს ცხედარი იპოვეს

პანკისში, სოფელ წინუბანში 10 წლის გოგო ჩამომხრჩვალი იპოვეს. შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს. მათი თქმით, პირველადი ინფორმაციით, ადგილი უბედურ შემთხვევას ჰქონდა.

ნეტგაზეთი დაუკავშირდა ერთ-ერთ ადგილობრივს, რომლის ინფორმაციითაც, გოგო სახურავზე თამაშისას ჩამოვარდა და შემთხვევვით, კიდეს თავსაბურავით ჩამოეკიდა. ის ოჯახის წევრებმა გაგუდული იპოვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი