ახალი ამბები

პოლიციის რეიდები უნგრეთის არასამთავრობო ორგანიზაციებში

30 სექტემბერი, 2014 • • 1219
პოლიციის რეიდები უნგრეთის არასამთავრობო ორგანიზაციებში

8 სექტემბერს წინასწარი შეტყობინების გარეშე ათეულობით პოლიციელი გამოძიების ეროვნული ბიუროდან არასამთავრობო ორგანიზაციების, “Ökotárs” და “Demnet”-ის ოფისებში შეიჭრა. ეს ორი არასამთავრობო ორგანიზაცია ნორვეგიის ორგანიზაციების გრანტებით არსებობს უნგრეთში. შეჭრისას პოლიციამ ორგანიზაციის თანამშრომლებს მობილური ტელეფონების გამოყენების საშუალებაც არ მისცა. მომხდარიდან ერთი კვირის თავზე კი საგადასახადო ინსპექციამ ოთხ ენჯეოს, რომლებიც ნორვეგიიდან ფინანსდბიან, საგადასახადო ნომერი შეუჩერა.

უნგრეთში არსებული დამოუკიდებელი პრესა და არასამთავრობო ორგანიზაციები უკვე საუბრობენ უნგრეთში ენჯეოების პოლიტიკური მოტივით დევნაზე. ეს მოსაზრება ნორვეგიის ევროპული საკითხების მინისტრმაც გაჟღერა, რომელმაც სერიოზული შეშფოთება გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რაც უნგრეთში ხდება.

“8 სექტემბერს პოლიციის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებში შეჭრით, ცხადია, რომ უნგრეთის ხელისუფლება აგრძელებს ძალადობას სამოქლაქო სექტორის წინაღმდეგ და  მათ არ აქვთ განზრახვა შეასრულონ ის ვალდებულებები, რომელიც ქვეყანას ევროპის ეკონომიკურ სივრცეში ჩართვით დაეკისრა”,-ამბობს ის.

 

პოლიტიკური მოტივებით დევნის შესაძლებლობას ამყარებს ის არგუმენტი, რომლის თანახმადაც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა შექმნა 13 არასამთავრობო ორგანიზაციის სია, რომელიც “მტრად” ითვლება უნგრეთის მთავრობისთვის, ზუსტად ეს ორგანიზციები გახდნენ პოლიციის სამიზნეები.

 

“საერთაშორისო ორგანიზაციებს, ევროპული პოლიტიკური პარტიებს და მოქალაქეებს, რომლებსაც უნგრეთში სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა  სურთ, მოუწევთ აჩვენონ მზადყოფნა, რომ  წინ აღუდგნენ უნგრეთის მთავრობის არადემოკრატიულ ქმედებებს. ასე სრულდებოდა ჩემი წინა სტატია, მაგრამ  არც ევროკავშირი  და არც საერთაშორისო საზოგადოება არ დგამს სერიოზულ ნაბიჯებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის შესაჩერებლად, რომელიც იმ არასმთავრობო ორგანიზციების  წინააღმდეგ იბრძვის, რომლებიც ნორვეგიიდან ფინანსდებიან. ამ ორგანიზაციებს უნგრეთის დემოკრატიის გაძლიერებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვისთვის, სიღარიბის და კორუფციის წინააღმდეგ უნდა ებრძოლათ”, – წერს არონ ვარგა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი