ახალი ამბები

“კაბუ” საფრანგეთის ციხიდან გაათავისუფლეს

3 აპრილი, 2019 • 3818
“კაბუ” საფრანგეთის ციხიდან გაათავისუფლეს

შსს ადასტურებს ინფორმაციას, რომ საფრანგეთში დაკავებული რეპერი კახა აბუაშვილი (კაბუ) პატიმრობიდან გაათავისუფლეს.

ამავდროულად, უწყების ინფორმაციით, კახა აბუაშვილი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ვერ აკონკრეტებენ, რის საფუძველზე შეეცვალა დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების ფორმა და შეუძლია თუ არ მას საფრანგეთის დატოვება.

ინფორმაცია კაბუს პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ თავდაპირველად რეპერის დედამ, ცირა ნავროზაშვილმა გაავრცელა.

ე.წ. კანონიერ ქურდები და მათან დაკავშირებული კრიმინალური დაჯგუფების წევრები, რომელთა შორის იყო რეპერი “კაბუ”, საფრანგეტში გასული წლის აპრილში დააკავეს.

შსს: საფრანგეთში რეპერი “კაბუ” დააკავეს

მასალების გადაბეჭდვის წესი