ახალი ამბები

მნიშვნელოვანია ამ ტრაგიკული ფაქტის გამოძიება – ევროკავშირის ელჩი კერზაიას გარდაცვალებაზე

3 აპრილი, 2019 • 769
მნიშვნელოვანია ამ ტრაგიკული ფაქტის გამოძიება – ევროკავშირის ელჩი კერზაიას გარდაცვალებაზე

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საუბრობს იმ დაძაბულ წინასაარჩევნო ფონის შესახებ, რომელიც წინ უძღოდა ზუგდიდის მე-6 სკოლის მასწავლებლის, ია კერზაიას გარდაცვალებას, და ამბობს, რომ საქმის გამოძიება მნიშვნელოვანია.

“როგორც ვიცით, ამ საქმის ფონი მომდინარეობს ძალიან დაძაბული საარჩევნო გარემოდან, ზეწოლიდან, რომელიც შეიძლებოდა, კონკრეტულ ინდივიდებზე განხორციელებულიყო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, დავაკვირდეთ და თვალყური მივადევნოთ, რომ ეს ტრაგიკული შემთხვევა გამოძიებულ იქნას”, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

ევროპარლამენტის ექვსი პარტიის თერთმეტმა დეპუტატმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილი მისწერა, რომ ელოდებიან ზუგდიდის მე-6 სკოლის მასწავლებლის, ია კერზაიას საქმის დაუყოვნებლი გამოძიებას.

“ველით დაუყოვნებლივ და საფუძვლიან გამოძიებას პოლიტიკური ზეწოლის საქმეზე, რომელიც ეხება ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორს, ქ-ნ ია კერზაიას, რათა გაირკვეს, რამ გამოიწვია მისი გარდაცვალება 2018 წლის 9 დეკემბერს”, – სწერენ ბახტაძეს ევროპარლამენტარები.

ამავე თემაზე:

11 ევროპარლამენტარი პრემიერს კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდებს

მასალების გადაბეჭდვის წესი