ახალი ამბები

ქალიშვილს პოლიტიკაში წასვლას 17% მოუწონებდა, ვაჟიშვილს კი, 21% – კვლევა

3 აპრილი, 2019 • 1055
ქალიშვილს პოლიტიკაში წასვლას 17% მოუწონებდა, ვაჟიშვილს კი, 21% – კვლევა

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც 3 აპრილს გამოქვეყნდა, გამოკითხულთა 21 % მოუწონებდა ვაჟიშვილს პოლიტიკაში წასვლას, ქალიშვილის შემთხვევაში კი ეს მხოლოდ 17 %-ია. თუმცა უმრავლესობა არ მიესალმება შვილის პოლიტიკაში წასვლას.

ამასთან, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ არჩევნებში კაცს გამარჯვების მეტი შანსი აქვს, ვიდრე ქალს. თბილისში გამოკითხულთა 22.8% სრულად ეთანმება ამ მოსაზრებას, 30% კი ეთანხმება. რეგიონებში ეს ციფრი უფრო მაღალია. 


კვლევის ფარგლებში 1786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1187 რეგიონებში) გამოკითხეს; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი