ახალი ამბები

მოსახლეობის 47% ამბობს, რომ საზმაუს არასდროს არ უყურებს – CRRC-ის კვლევა

3 აპრილი, 2019 • 1999
მოსახლეობის 47% ამბობს, რომ საზმაუს არასდროს არ უყურებს – CRRC-ის კვლევა

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომელიც დღეს, 3 აპრილს გამოქვეყნდა, მოსახლეობის 47% საზოგადოებრივ მაუწყებელს არასდროს უყურებს.

კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC) საქართველოში ჩაატარა ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA-ს ერთობლივი პროექტი ფარგლებში.

ამავე კვლევით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ყოველდღე უყურებს 13%, კვირაში რამდენჯერმე – 11%, თვეში რამდენჯერმე – 5%, უფრო იშვიათად – 24%.

წყარო: CRRC

 

ამავე კვლევით, 3% მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი ძალიან კარგად გამოხატავს საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებს, 32%-ის აზრით კი, ამას მაუწყებელი აკეთებს უფრო კარგად, ვიდრე ცუდად. დეტალურად ნახეთ აღნიშნული ინფოგრაფიკი:

წყარო: CRRC

კვლევის ფარგლებში 1 786 რესპონდენტი (599 თბილისში, 1 187 რეგიონებში) გამოკითხა; რესპონდენტები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, კიშის ცხრილის გამოყენებით შეირჩნენ. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი 2,9%-ია, თუმცა თითეულ კითხვას ინდივიდუალური ცდომილების ზღვარი აქვს და შესაძლოა არ ემთხვეოდეს საშუალო ცდომილების ზღვარს. საველე სამუშაოები 2018 წლის 16-27 ნოემბრის პერიოდში მიმდინარეობდა.

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC) მიერ, ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია International IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი