ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჰეიდარ ალიევის ძეგლის დაზიანებისთვის დაკავებული და შეწყალებული აქტივისტი ისევ დააპატიმრეს

3 აპრილი, 2019 • 1136
ჰეიდარ ალიევის ძეგლის დაზიანებისთვის დაკავებული და შეწყალებული აქტივისტი ისევ დააპატიმრეს

ბაირამ მამედოვი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა 16 მარტს სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად შეიწყალა, პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით ისევ დააკავეს და 30-დღიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

დაკავების დროს ბაირამ მამედოვი მამასთან ერთად ბაქოს ერთ-ერთ ქუჩაზე გადაადგილდებოდა. დაკავებული აქტივისტი, მამის ინფორმაციით, პოლიციამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააპატიმრა ის. ადვოკატს მასთან შეხვედრის შესაძლებლობა ჯერ არ ჰქონია.

ბაირამ მამედოვი; ფოტო: kavkaz-uzel

ბაირამ მამედოვი და გიას იბრაჰიმოვი კი 2016 წლის მაისში აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ძეგლზე ლოზუნგების დაწერის გამო 10-10 წლით დააპატიმრეს. 

ილჰამ ალიევმა 16 მარტს ხელი მოაწერა 430 მსჯავრდებულის შეწყალების განკარგულებას. მათ შორისაა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული 51 აზერბაიჯანის მოქალაქე.

აზერბაიჯანში დაპატიმრებული ბლოგერებისა და აქტივისტების გათავისუფლებას მოითხოვენ

თანამედროვე აზერბაიჯანის ხელისუფლება განსხვავებული აზრის,  კრიტიკისა და  ხელისუფლებისადმი არალოიალური განწყობების გამო ჟურნალისტებს, პოლიტიკოსებსა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებს დევნის.

Freedom House-ის ახალი, 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დემოკრატიის მაჩვენებლით რეგიონის ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მდგომარეობა აზერბაიჯანშია. აღნიშულ ანგარიშში აზერბაიჯანის შესახებ წერია, რომ ავტორიტარიზმი ქვეყანაში სულ უფრო ღრმავდება, პრეზიდენტ ილჰამ ალიევისა და მისი ოჯახის ძალაუფლება კი კიდევ უფრო ძლიერდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი