“ნამეს” ოპერატორმა უარი თქვა მოსკოვში ჩასვლაზე

“ნამეს”  ოპერატორმა, გიორგი შველიძემ კინოფესტივალზე “EAST-WEST. GOLDEN ARCH” საუკეთესო ოპერატორის ნომინაციაში წარადგინეს, თუმცა, კინოცენტრის ცნობით, ოპერატორმა უარი განაცხადა მოსკოვში ჩასვლაზე.

“არ ვთვლი, რომ ეს ფაქტი ამდენი ყურადღების ღირსია. დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის, უბრალოდ მგონია, რომ ვინმეს სადმე წასვლა-არწასვლაზე უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე ვდგავართ. ჯობია, ენერგია და კონცერნტრაცია მივმართოთ ჩვენს გარშემო არსებული რეალური პრობლემების გადასაჭრელად- გაჭირვება,უსამართლობა,უთანასწორობა, ექპლუატაცია, გარემოს დაცვა, საკუთარი მოქალაქეების, ტერიტორიების და პოზიციის დაცვა. რეალური გმირები ჩვენს გარშემო არიან!”, – წერს ოპერატორი თავის ფეისბუკის გვერდზე.

EAST-WEST. GOLDEN ARCH 2018-2019 წლის ნიმინანტების მოკლე სია დღეს გამოქვეყნდა.

 

ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტი ქართველი არტისტი აცხადებს უარს მოსკოვში ჩასვლაზე.


ქართული ფილმის “ნამეს” ოპერატორმა გიორგი შველიძემ მოსკოვის კინოფესტივალის ნომინანტობამდე ამერიკის კინოოპერატორთა საზოგადოების მიერ დაწესებული პრიზის მფლობელი გახდა.  გიორგი შველიძე Spotlight Award-ის კატეგორიაში იყო წარდგენილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი