ახალი ამბები

კომიტეტმა კვაჭანტირაძე და ბესელია PACE-ს დელეგაციის შემადგენლობიდან ამოწერა

2 აპრილი, 2019 • 1138
კომიტეტმა კვაჭანტირაძე და ბესელია PACE-ს დელეგაციის შემადგენლობიდან ამოწერა

 

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ახალი შემადგენლობები დაამტკიცა.

კომიტეტმა პარლამენტის 2016 წლის დადგენილებაში ცვლილებების შეტანას მხარი დაუჭირა, რომლის თანახმადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციაში აღარ იქნებიან დეპუტატები,ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე, რომლებმაც “ქართული ოცნება” დატოვეს.

როგორც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო ქაცარავამ განმარტა, ეს არის ტექნიკური ცვლილება, ვინაიდან კვაჭანტირაძე და ბესელია დელეგაციაში “ქართული ოცნების” კვოტით იყვნენ წარმოდგენილი.

ფაქტობრივად კი, მისივე თქმით, ბესელია და კვაჭანტირაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგატების სტატუსი 2020 წლის პირველ იანვრამდე შეუნარჩუნდებათ, ვინაიდან PACE-ს რეგლამენტი დელეგაციების შემადგენლობის შეცვლას არ ითვალისწინებს. ამასთან, აღნიშნული დათქმის პარლამენტის დადგენილებაში ჩაწერას კომიტეტმა ამხარი არ დაუჭირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი