ახალი ამბები

ქურდული ტრადიციები ქართული ტრადიციებიდან არის გადმოსული – კვიციანი

2 აპრილი, 2019 • 1841
ქურდული ტრადიციები ქართული ტრადიციებიდან არის გადმოსული – კვიციანი

“ეს ქურდული ტრადიციები ქართული ტრადიციებიდან, კავკასიური ტრადიციებიდან არის გადმოსული და რატომღაც ქურდული დაარქვეს”, – ეს განცხადება დეპუტატმა ემზარ კვიციანმა გააკეთა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მან სახელმწიფოს მიდგომა გააკრიტიკა ქურდული სამყაროს წევრობის კრიმინალიზებასთან დაკავშირებით.

“მინდა შევეხო ასეთ თემას, რასაც ჰქვია ქურდული ტრადიციები და 223 პრიმა მუხლი, რომელიც ახალგაზრდა ქართველების გენოცდისთვის არის გამოგონებული. 5 ახალგაზრდა დაიჭირეს იმის გამო, რომ 20-20 ლარი კანონიერი ქურდის თუ ვიღაც ასეთის დედას შეუგროვეს, იმისთვის, რომ თავის შვილთან ჩავიდეს.

ან რა არის ეს ქურდული ტრადიციები? ვინმე ამაზე დაფიქსირებულა? ეს ქურუდული ტრადიციები ქართული ტრადიციებიდან არის გამდოსული, კავკასიური ტრადიციებიდან და რატომღაც ქურდული დაარქვეს. ჩვენ კიდევ კავკასიური და ქართული ტრადიციებისთვის ციხეში გავუშვათ ყველა და ჩავსხდეთ ყველა ციხეში.

რაღაც მართლა მოსაფიქრებელია ამასთან დაკავშირებით. ეს არის სპეციალურად გაკეთებული”, – განაცხადა კვიციანმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი