ქართველებსა და ოსებს შორის აქტიურ ურთიერთობებს ვისურვებდი – თემურ ცხურბათი

თემურ ცხურბათი, სამოქალაქო აქტივისტი, ცხინვალი


სამწუხაროდ, ქართველებიც და ოსებიც საკუთარი მედიების ჰიპნოზის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებიან, რომლებიც არა მშვიდობისა და მომავალზე ორიენტირებული პროპაგანდით, არამედ საკუთარი ხელისუფლებების პიარით არიან დაკავებული.

იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდი, საქართველომ სამხრეთ ოსეთი აღიაროს. ვფიქრობ, ამით ყველა პრობლემა მოიხსნებოდა. ისტორიის ახალი გვერდი დაიწყებოდა. მაგრამ მესმის, რომ ეს შორეული მომავალია. იმედი მაქვს, მოვესწრები ამ მომენტსაც. ამჟამად კი ვისურვებდი, ორი საზოგადოების უფრო აქტიურ ურთიერთობას, ეკონომიკის განვითარებას, შაბლონებიდან გასვლას  და იმას, რომ ის ევროპული პრინციპები, რომლებსაც საქართველო რეალურად დეკლარირებს, საქმეშიც გამოჩნდეს. შოვინიზმისგან და ნაციონალიზმისგან გათავისუფლებაა საჭირო.

სტატუსის განხილვა, აღიარება-არაღიარებაზე საუბარი უსასრულოდ შეიძლება. რატომღაც ბევრს, განსაკუთრებით ოსურ მხარეს, თავში გამჯდარი აქვს, რომ თუ საქართველო გვაღიარებს, რაღაც კარგი მოხდება. არაფერიც არ მოხდება. ჩვენ საქართველოს გარეშეც შეგვიძლია განვითარება, მაგრამ რატომ შევწყვიტოთ 1000-წლიანი კავშირი. ყველა ომი მშვიდობის ზავით მთავრდება.

საქართველოს მოსახლეობის წინაშე სერიოზული პრობლემა დგას – წარსული შეცდომების აღიარება და ყველაფრის სუფთა ფურცლიდან დაწყება. ის პრობლემა რომელიც არსებობს, არსებობს ადამიანის ტვინებში. საქართველოში მუდმივად ევროპელებთან ურთიერთობენ. ოსებიც წინ მიდიან. ამიტომ ვიმედოვონებ, ეს სინდრომები გაივლის.

ბევრი ქართველი მეგობარი მყავს, ვისთან ერთადაც კარგი ქართული ღვინის დალევა მიყვარს. მინდა ვუსურვო ქართველებს, ისე კარგად იყავით, რომ შეგვეშვათ. იმისთვის, რომ კარგი ურთიერობები გვქონდეს, ის უნდა გვისურვოთ ჩვენც, რასაც საკუთარ თავებს უსურვებდით.


გაეცანით რუბრიკის “მოქალაქეების აზრი კონფლიქტებზე” სხვა მასალებს აქ.


 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი