ახალი ამბები

შეხვედრა იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან აგროდაზღვევის თემაზე

25 სექტემბერი, 2014 • • 1206
შეხვედრა იმერეთის მუნიციპალიტეტების გამგებლებთან აგროდაზღვევის თემაზე

სააგენტოს წარმომადგენლებმა შეხვედრაზე აგროდაზღვევის პროგრამა წარადგინეს:

 

“აგროდაზღვევის პროექტის ფარგლებში აქტიურად ვხვდებით რეგიონალურ წარმომადგენლებს, ასევე ფერმერებს და მოვუწოდებთ მას პროექტში ჩაერთონ. მონაწილეობა მიიღონ პროგრამაში და მოსავალი დააზღვიონ ჭარბ ნალექზე, ასევე სეტყვაზე, ქარიშხალზე და საშემოდგომო ყინვაზე,”- ამბობს მარიანა მორგოშია.

 

იმერეთის გუბერნატორის ზაზა მეფარიშვილი ამბობს, რომ იმერეთისთვის აგროდაზღვევა ძალიან მნიშვნელოვანია:

 

“დღეს გეგმიური შეკრება მაქვს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობს განვიხილავთ. ასევე, დღეს მოვისმენთ ინფორმაციას აგროდაზღვევასთან დაკავშირებით და მე ფიქრობ, რომ აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ფერმერების სიმწირე გამოწვეულია იმით, რომ სათანადოდ ინფორმირებულები არ არიან.  დაზღვევა ფერმერებს საშუალებას მისცემს, რომ  გრძელვადიანი პროგრამით დააბანდონ თანხა აგროსექტორში, რაც იმერეთის რეგიონისთვის, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით ძალიან მნიშვნელოვანია.”

 

 

აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა და მას სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტო ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში აგროდაზღვევის სტიმულირების მიზნით, სადაზღვეო პრემიის 70%-დან 95%-მდე თანხას სოფლის მეუნეობის პროექტების მართვის სააგენტო დააფინანსებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი