ახალი ამბები

მაშველებმა მშენებლობისას მიწის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი მუშის ცხედარი იპოვეს

31 მარტი, 2019 • 3215
მაშველებმა მშენებლობისას მიწის ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი მუშის ცხედარი იპოვეს

ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მშენებლობაზე მიწის ჩამოშლის შედეგად ქვეშ მოყოლილი ერთ-ერთი მუშა გარდაცვლილი იპოვეს. იგი 26 წლის იყო.

მეორე ადამიანს, რომელიც 40 წლისაა, ჯერ კიდევ ეძებენ.

შსს-ს თანახმად, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

მუშები ისევ იღუპებიან – რატომ ვერ მუშაობს სისტემა

მასალების გადაბეჭდვის წესი