ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია დღეს გაიმართება

25 სექტემბერი, 2014 • • 1126
რაულ ხაჯიმბას ინაუგურაცია დღეს გაიმართება

როგორც გამოცემა აპსნიპრესი წერს, ხაჯიმბას ინაუგურაცია სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსის დიდ დარბაზში გაიმართება. 

  
12 საათზე პარლამენტის სახალხო კრების სესია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აფხაზეთის უზენაესი სასამართლოს წევრები. სესიას სპიკერი ვალერი ბგანბა გახსნის. შემდეგ ჯახიმბა აფხაზეთის კონსტიტუციაზე ხელის დადებით აფხაზურ ენაზე ფიცს დადებს. 
 

პარლამენტის სპიკერი ვალერი ბგანბა ხაჯიმბას საპრეზიდენტო ხელისუფლების ატრიბუტებს გადასცემს, რის შემდეგაც ახალი პრეზიდენტი მცირე სიტყვით წარსდგება. 

 

პრეზიდენტის ინაუგურაციას პირდაპირ ეთერში აფხაზეთის ტელევიზია გააშუქებს. 

 

ინაურაციის შემდეგ აფხაზეთის სახელმწიფო ფილარმონიაში კონცერტი ჩატარდება, საღამოს კი სოხუმის ერთ-ერთ რესტორანში სტუმრებისთვის სადღესასწაულო ბანკეტი გაიმართება.

 

გამოცემის ინფორმაციითვე, აფხაზეთს გუშინ, 24 სექტემბერს ინაუგურაციაში მონაწილეობის მისაღებად ნიკარაგუის ოფიციალური დელეგაცია ესტუმრა. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი