ახალი ამბები

თურქეთის არჩევნები | ორი დამკვირვებელი მოკლეს — ოპოზიციური პარტია

31 მარტი, 2019 • 1969
თურქეთის არჩევნები | ორი დამკვირვებელი მოკლეს — ოპოზიციური პარტია

თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პარტია აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთში, მალათიის პროვინციაში პარტიის ორი წევრი მოკლეს.

“ბედნიერების პარტიის” ლიდერმა, თემელ ქარამოლაოღლუმ ტვიტერზე დაწერა, რომ მოკლულები არიან საარჩევნო უბანზე მყოფი მოხალისე და ერთი დამკვირვებელი. თურქული გამოცემა ანადოლუს თანახად, კიდევ ერთი ადამიანი დაშავებულია.

პარტიის წევრის, ქარამოლაოღლუს თანახმად, პარტიის წევრებს თურქეთის მმართველი პარტიის, ერდოღანის “სამართლიანობისა და განვითარების პარტიის” კანდიდატის ნათესავი დაესხა თავს. მისივე თქმით, დაპირისპირება იმას მოჰყვა, რომ პარტიის წევრები ითხოვდნენ, უბანზე მისულ ამომრჩევლებს ხმა კაბინაში, ფარულად მიეცათ, როგორც ამას კანონმდებლობა ითხოვს, და არა ყველას დასანახად.

გამოცემა ბიანეთის თანახმად, სავარაუდო თავდამსხმელი დაკავებულია.


31 მარტს, თურქეთში ადგილობრივი არჩევნები ტარდება. მოსახლეობამ ქვეყნის 81 პროვინციაში მერები და სხვა ოფიციალური პირები უნდა აირჩიოს.

გასულ წელს, რეჯეფ თაიფ ერდოღანის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ესაა პირველი ტესტი მის მიმართ ნდობის მაჩვენებლის გასაზომად. აღნიშნული გამოცდის ჩაბარება კი მმართველ პარტიას ოპოზიციის გაერთიანების, ეკონომიკური რეცესიის, ფასების ზრდისა და უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლის ფონზე მოუწევს.

გაიგეთ მეტი:

წააგებს თუ არა ერდოღანის პარტია დიდ ქალაქებში? – ადგილობრივი არჩევნები თურქეთში

მასალების გადაბეჭდვის წესი