ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანი ობამას კრიტიკას პასუხობს

24 სექტემბერი, 2014 • • 1160
აზერბაიჯანი ობამას კრიტიკას პასუხობს

“სამწუხაროდ, გარკვეული წრეებში საზღვარგარეთ, დამოუკიდებელ ქვეყნებზე უარყოფით შეხედულებების ფორმირება ხდება. აგვსიტოს დასაწყისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის დემონსტრაციის სასტიკი დარბევა მისურის შტატში, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, ადამიანების სიკვდილი და ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვა აშშ-ის შიდა საქმეა. ცალკეული ექსპერტები ამართლებდნენ ხელისუფლების სასტიკ ქმედებებს. დაუჯერებელია, რომ ნიუ-იორკში, გაეროს შენობასთან მშვიდობიანი აქციის დარბევა, ასევე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფით იყო გამართლებული. საკმარისად ბევრი ფაქტია აშშ-სა და ევროპაში ჟურნალისტების დევნის, ბლოგერების დაპატიმრების. თუ ყველა ამ ფაქტს გავაერთიანებთ, ვნახავთ, რომ დემოკრატია მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ ქვეყნებშიც არ არის. მაშინ რატომ ხუჭავენ თვალს ამაზე აზერბაიჯანის გამაკრიტიკებელი პირები? აზერბაიჯანი დამოუკიდებელი ქვეყანაა და თავის შიდა და გარე პოლიტიკას ხალხის ინტერესების შესაბამისად ახორციელებს და ამ გზიდან ის არ გადაუხვევს,”- განაცხად ალი გასანოვმა.


“ისეთ ქვეყნებში, როგორიც აზერბაიჯანია, კანონი წარმოუდგენლად ართულებს არასამთავრობოების საქმიანობას,” – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კლინტონის გლობალური ინიციატივის ყოველწლიურ პლენარულ სესიაზე.


ობამას თქმით, მსგავსი რეჟიმები ასეთი შეტევებით საზოგადოების განვითარებას აფერხებს და ადამიანებს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ართმევს.

 

“ქვეყნები, რომლებიც ადამიანის უფლებებს პატივს სცემენ, ჩვენი ახლო მოკავშირეეები ხდებიან. ის ქვეყნები, სადაც ადამიანის უფლებები უგულებელყოფილია, საზოგადოებაში სიძულვილისა და უსამართლობის განცდა რჩება, რასაც, საბოლოო ჯამში, ქვეყანა შეიძლება არასტაბილურობამდე ან ექსტრემიზმამდე მიიყვანოს. ამიტომ მჯრა, რომ აშშ-ის  მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერა ეროვნული უსაფრთხოების საკითხია,”- განაცხადა ობამამ.

 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
   

 

მასალების გადაბეჭდვის წესი