ახალი ამბები

პატრიარქის თქმით, ბახტაძე მას ქართული გალობის სასკოლო პროგრამაში შეტანას შეპირდა

30 მარტი, 2019 • 1862
პატრიარქის თქმით, ბახტაძე მას ქართული გალობის სასკოლო პროგრამაში შეტანას შეპირდა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის თქმით, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გალობისა და ხალხური სიმღერის სკოლის სასწავლო პროგრამაში შეტანას შეპირდა. ამის შესახებ მან “ქართული გალობის ანთოლოგიის პრეზენტაციაზე განაცხადა.

“მე მახსენდება ჩვენი შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან. მე ვთხოვე მას, რომ საშუალო სკოლის პროგრამებში შევიდეს გალობა და ხალხური სიმღერა. პრემიერ-მინისტრი შემპირდა, რომ ეს იქნებოდა. ყველას გილოცავთ ამ დღეს”, – თქვა მან.

ღონისძიებაზე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც იმყოფებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მთავრობა ქართული გალობის შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას მხარს ყოველთვის დაუჭერს:

“ქართული გალობა და ზოგადად, პოლიფონია, ეს არის ჩვენი უნიკალური შენატანი ქრისტიანულ ცივილიზაციაში და ზოგადად, მსოფლიო ცივილიზაციაში. საქართველოს მთავრობა ყოველთვის დაუჭერს მხარს ისეთ ინიციატივებს, რომელიც გულისხმობს ამ საგანძურის შენარჩუნებას, დაცვას და ჩვენი კულტურის პოპულარიზაციას”.

მასალების გადაბეჭდვის წესი