ახალი ამბები

მარტოხელა მშობლებს ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციის უფლება პირველ ეტაპზე მიეცემათ

29 მარტი, 2019 • 1574
მარტოხელა მშობლებს ბაგა-ბაღებში ბავშვის რეგისტრაციის უფლება პირველ ეტაპზე მიეცემათ

თბილისის საკრებულომ საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელის რეგისტრაციის წესში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.  საკრებულოს გავრცელებული ინფორმაციით, ინიციატივა საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ტალიაშვილს ეკუთვნის. ცვლილების მიხედვით, მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე შვილებს რეგისტრაციის საშუალება, სხვა უპირატეს ჯგუფებთან ერთად, პირველ ეტაპზე მიეცემათ.

აქამდე მოქმედი რეგულაციით, პირველ ეტაპზე რეგისტრაციის საშუალება ჰქონდათ მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ბაზაში 100 000-ზე ქვევით სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახის ბავშვებს, სსიპ “სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს” ფილიალის, ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს და იმ ოჯახის ბავშვებს, რომელთა  შვილი (შვილები) სარგებლობს იმავე სკოლამდელი აღზრდის საჯარო დაწესებულების მომსახურებით.

ახალი სააღმზრდელო 2019 წლიდან, საკრებულოს გადაწყვეტილებით, აღნიშნულ ჯგუფებს  დაემატება მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე პირთა შვილები.  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი