ახალი ამბები

“ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” -სიმღერის ახალი ვერსია მხოლოდ კაცების მონაწილეობით და პროტესტი

29 მარტი, 2019 • 3808
“ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები” -სიმღერის ახალი ვერსია მხოლოდ კაცების მონაწილეობით და პროტესტი

“ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები 17 მოკლული ქალის გარეშე?! – ამ სახელწოდებით 9 აპრილს საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ აქციის გამართვა იგეგმება. ორგანიზატორების განცხადებით, აქციის მონაწილეები გააპროტესტებენ 9 აპრილისთვის მიძღვნილი სიმღერის – “ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტების” ახალ ვერსიას, სადაც ოცდახუთივე შემსრულებელი კაცია.

ახალი სიმღერა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გავა. სწორედ მაუწყებელსვე ეკუთვნის ამ სიმღერაზე სიუჟეტი, სადაც კომპოზიტორი ჯემალ სეფიაშვილი განმარტავს, თუ რატომ არ აირჩია არცერთი სოლისტი ქალი:

“ვთვლით, რომ ოჯახის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის სიძლიერე არის მამაკაცი, ქვეყნის დამცველი არის მამაკაცი. და სწორედ ამიტომ, ეს 25 მამაკაცი იმღერებს ამ სიმღერას”, – ამბობს ჯემალ სეფიაშვილი.

აქციის ორგანიზატორებს კი ეს გადაწყვეტილება სამარცხვინოდ მიაჩნიათ. მათი თქმით, 9 აპრილს 21 მოკლულიდან 17 სწორედ ქალი იყო.

 

რა მოხდა 9 აპრილს თავად სსრკ-ის საარქივო დოკუმენტების მიხედვით

ამ თემაზე:

ყველასთვის ნაცნობი უცნობი

რა მოხდა 9 აპრილს თავად სსრკ-ის საარქივო დოკუმენტების მიხედვით

მასალების გადაბეჭდვის წესი