ახალი ამბები

2018 წელს შობადობა 4 პროცენტით შემცირდა

29 მარტი, 2019 • 2883
2018 წელს შობადობა 4 პროცენტით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში 51 138 ბავშვი დაიბადა, რაც წინა წელთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლებია.

ცოცხლად დაბადებულთაგან 26 538 არის ბიჭი, 24 600 კი – გოგო.  სქესთა რაოდენობრივი თანაფარდობის მაჩვენებელი, 2017 წელთან შედარებით, დარჩა უცვლელი და ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე 107.9 ბიჭი მოდის.

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს ყველაზე მეტი (16 161) ბავშვი თბილისში დაიბადა, ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (328).

2018 წელს გარდაცვლილთა რაოდენობა, 2017 წელთან შედარებით, 2.7 პროცენტით შემცირდა და 46 524 ადამიანი შეადგინა. ისევე, როგორც დაბადების შემთხვევაში, 2018 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (12 122 ადამიანი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (656).

წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი