ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანში უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდებით 26 პირი დააკავეს

23 სექტემბერი, 2014 • • 1072
აზერბაიჯანში უკანონო ფორმირებებში მონაწილეობის ბრალდებით 26 პირი დააკავეს

სააგენტო trend-ის ინფორმაციით, ყველა ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

 

აზერბაიჯანის მთავრობის ინფორმაციით, დაკავებულებიდან ორი პირი, ფირდოვსი იუსიფოვი და ტალეხ სოლთანოვი, პაკისტანის ტერიტორიაზე შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობდა, რაც ორი ქვეყნის, პაკისტანისა და აზერბაიჯანის კანონმდებლობით დანაშაულად მიიჩნევა. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი