ახალი ამბები

Wizz Air-ს 8 ახალ მიმართულებაზე ოპერირების ნებართვა მიენიჭა

28 მარტი, 2019 • 1419
Wizz Air-ს 8 ახალ მიმართულებაზე ოპერირების ნებართვა მიენიჭა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, ავიაკომპანია Wizz Air-ს ახალ მიმართულებებზე ოპერირების ნებართვა მიენიჭა. უნგრული ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს ქუთაისიდან გდანსკის, ბარის, ეინდჰოვენის, კოპენჰაგენის, ბაზელის, ტალინის, ბრიუსელის და კრაკოვის მიმართულებით, შემდეგი განრიგით შეასრულებს:

• ქუთაისი – გდანსკი – ქუთაისი – 31 მარტიდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ სამშაბათს და შაბათს;
• ქუთაისი – ბარი – ქუთაისი – 1 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას;
• ქუთაისი – ეინდჰოვენი – ქუთაისი – 1 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს;
• ქუთაისი – კოპენჰაგენი – ქუთაისი – 2 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს;
• ქუთაისი – ბაზელი – ქუთაისი – 2 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ორშაბათს და პარასკევს;
• ქუთაისი – ტალინი – ქუთაისი – 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას;
• ქუთაისი – ბრიუსელი – ქუთაისი – 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას;
• ქუთაისი – კრაკოვი – ქუთაისი – 4 აგვისტოდან, კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და კვირას;

სააგენტოს ცნობით, ფრენები Airbus A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ Wizz Air-ს აღნიშნულ საჰაერო ხაზებზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 26 მარტს მიანიჭა.

მასალების გადაბეჭდვის წესი