ახალი ამბები

მამის ცნობით, პოლიტიკოსის კადრების გასაჯაროებაში ბრალდებული 19 წლისაა

27 მარტი, 2019 • 1115
მამის ცნობით, პოლიტიკოსის კადრების გასაჯაროებაში ბრალდებული 19 წლისაა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა 27 მარტის დილას განაცხადა, რომ დაკავებული პირი, რომელმაც სავარაუდოდ ერთ-ერთი პოლიტიკოსის პირადი კადრები ინტერნეტში გაავრცელა, “მოზარდი” იყო. ეს ინფორმაცია ნეტგაზეთმა მეზვრიშვილზე დაყრდნობით გაავრცელა.

თუმცა რუსთავი 2-ის ეთერში დაკავებულის მამამ განაცხადა, რომ დაკავებული სრულწლოვანია — 19 წლის. ნეტგაზეთმა ამ ინფორმაციის გადამოწმება სცადა შსს-ს პრესსამსახურში, სადაც გვითხრეს, რომ მინისტრის მოადგილის გავრცელებული ინფორმაციით უნდა ვიხელმძღვანელოთ. თუმცა დაუზუსტებელია, რას გულისხმობს ტერმინი “მოზარდი”.

“დეტალებს ბევრს ვერ გეტყვით. სხვა საგამოძიებო მოქმედებებსაც ვატარებთ… მის მიერ არის ატვირთული. ჩემი ინფორმაციით, აღიარებს ბრალს”, – განაცხადა მეზვრიშვილმა 27 მარტის დილას.

ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ერთ-ერთ საიტზე თითქმის ორი კვირის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი და 6 ათასამდე ნახვა ჰქონდა. ვიდეო ამჟამად წაშლილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი