ახალი ამბებიეკონომიკა

მამუკა ბახტაძის თქმით, ქობულეთში ახალი ქალაქი ნახევარმილიარდიანი ინვესტიციით აშენდება

27 მარტი, 2019 • 1833
მამუკა ბახტაძის თქმით, ქობულეთში ახალი ქალაქი ნახევარმილიარდიანი ინვესტიციით აშენდება

ქობულეთში ახალი ქალაქი შენდება. “მწვანე ქალაქი” ასე ერქმევა 180 ჰექტარზე გაშენებულ ქალაქს, რომელზეც საფეხბურთო სტადიონები, საჩოგბურთო კორტები და გოლფის მოედნები იქნება განთავსებული. ჯამში, პროექტის განხორციელება ნახევარი მილიარდი ლარი დაჯდება.

“ვიწყებთ უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს. ვსაუბრობ ნახევარმილიარდიან ინვესტიციაზე. ეს არის ყველაზე დიდი ინვესტიცია, რაც კი ოდესმე განხორციელებულა აჭარაში, ჩვენს ტურისტულ ინფრასტრუქტურაში. ჩვენ ვსაუბრობთ ახალი ქალაქის, ახალი მწვანე ქალაქის მშენებლობაზე, რომელიც გახდება სავიზიტო ბარათი მთელი საქართველოსთვის. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ ინვესტიციაზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ აჭარა გახდება ოთხსეზონიანი კურორტი. ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ მასშტაბურ პროექტზე, რომელიც იქნება ნამდვილი მარგალიტი შავიზღვისპირეთში. რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველო დაიმკვიდრებს ადგილს, როგორც ლიდერი ქვეყანა ტურიზმში.

ჩვენი პროექტი იქნება მულტიფუნქციური. ჩვენ ვსაუბრობთ ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონებზე, საჩოგბურთო კორტებზე და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე კარგ გოლფის ინფრასტრუქტურაზე.

[blue_box]წაიკითხეთ ამავე თემაზე: მთავრობამ გოლფის მოედნის მოსაწყობად ინვესტორი იპოვა [/blue_box]

ეს პროექტი მოგვცემს საშუალებას, რომ საქართველოში მოვიზიდოთ ის ტურისტები, რომლებიც დღეს ვერ განიხილავენ საქართველოს ტურისტულ ცენტრად იმის გამო, რომ ჩვენ არ გვაქვს ეს ინფრასტრუქტურა. მინდა მადლობა გადავუხადოთ ინვესტორებს, რომლებმაც მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოში ეს გაკეთებულიყო.

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ინვესტიციები იზრდება ევროკავშირის ქვეყნებიდან. ის თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რომელიც არსებობს საქართველოსა და  ევროკავშირს შორის, იძლევა უპრეცედენტო შესაძლებლობას, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები მოვიძიოთ ევროპიდან.

ეს ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს ,აჭარაში შევქმნათ ხუთასი ახალი სამუშაო ადგილი. მშენებლობის დროს, ისევე როგორც შემდგომ, როდესაც დაიწყება ამ უნიკალური პროექტის ფუნქციონირება, საშუალება გვექნება, მცირე ბიზნესმაც სარგებელი მიიღოს ამ ინვესტიციიდან. ამ ტერიტორიაზე სამ წელიწადში იქნება გაშენებული მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი და ჩვენ ყველანი ვიამაყებთ ამით,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერმა ბახტაძემ ამ იდეების შესახებ დღეს, ქობულეთში ყოფნისას განაცხადა, სადაც გოლფის მოედნის პროექტის პრეზენტაციას ესწრება.

https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/2493570227595963/?__xts__[0]=68.ARBjRf_1rBb8ljFv2A0KCGulw6x-AJCmT2fnNO87jnkx7pJTRtFioDQ9GajhCgoRHzJScD6yV6EROWneKfTVb7Dl63mXMukXEtabxxu7x-3UznL6wnze7XDNJTUJd97xTJZTe4h1YXhnCwwfdTXS79GGNjJ0PHHl3qaIVARJtL2FLQHSoody0rceprdoV_x79S5xiTJfp7b_e5KRrib5pzVqMUvYm6O1CSniR2nDWuuvBMjfU4Q7mFoO2ynstxWN_2M1OVj6E1u6syv436K_rHOd3CINoHcSzvv_aRZruCdbEWdNGXZeZ2UDSDHPy1aiupy409gez27FHcE7S07K0FRraUPwIJPWW7RJ5A&__tn__=-R

მასალების გადაბეჭდვის წესი