ახალი ამბები

“ოცნებას და ენმ-ს შორის მორალური ზღვარი წაიშალა” – დავით მაღრაძე 13 აპრილს შეკრებას აანონსებს

27 მარტი, 2019 • 1762
“ოცნებას და ენმ-ს შორის მორალური ზღვარი წაიშალა” – დავით მაღრაძე 13 აპრილს შეკრებას აანონსებს

პოეტი დავით მაღრაძე, მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი საზოგადოებას მოუწოდებს, 13 აპრილს, 2 საათზე ფილარმონიაში შეიკრობონ საგანგებო ყრილობაზე.

მაღრაძე შეერთებისკენ მოუწოდებს “მათ, ვისაც მიაჩნია, რომ საქართველოს ხვალინდელი დღე გასათავისუფლებელია ივანიშვილ-სააკაშვილის უკვე უსაფუძვლო და უსაგნო დპირისპირებისგან, რომელიც მხოლოდ ძალაუფლებისთვის ბრძოლის ველად გადაიქცა და დაცლილია ყოველგვარი ზნეობრივი შინაარსისგან”;

ასევე, მათ, “ვისაც მიაჩნია, რომ ოცნებასა და ნაციონალებს შორის მორალური ზღვარი წაიშალა და დაპირისპირებას აღარ აქვს ღირებულებითი საფუძველი; მათ, ვინც განსაცდელში ინარჩუნებდით ღირსებას და მათ, ვინც მომავალში ცხოვრებას აპირებთ”.

მაღრაძის თანახმად, “ნაციონალური მოძრაობა წარსულს უარყოფს, ოცნებამ კი მომავალი უარყო”.

“შევეცადოთ შევქმნათ ასპარეზი ახალი ქართული მომავლისთვის, რომელსაც მეხსიერებაც ექნება და პერსპექტივაც”, განაცხადა მაღრაძემ ვერის ბაღში.  გეგმების შესახებ სხვა დეტალები მას ჯერჯერობით არ უთქვამს.

მასალების გადაბეჭდვის წესი