ახალი ამბები

ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი 2-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

27 მარტი, 2019 • 1609
ძიუდოისტი გურამ თუშიშვილი 2-თვიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, გურამ თუშიშვილი თბილისის გრან პრიზე ვერ იჭიდავებს.

ძიუდოს ფედერაციის ინფორმაციით, ამის მიზეზი გახდა გურამ თუშიშვილის მონაწილეობა შარშან ყაზახეთში გამართულ კურაშის (ჭიდაობის სახეობა) მსოფლიოს ჩემპიონატზე.

“ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ახალი დებულების მიხედვით, ძიუდოისტებს, რომლებიც არიან ძიუდოს საერთაშორისო რეიტინგში, ეკრძალებათ სპორტის სხვა ძალისმიერ სახეობებში მონაწილეობა. თუშიშვილმა ორთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, რომლის ათვლა 25 მარტიდან დაიწყება”, – აცხადებენ ძიუდოს ფედერაციაშ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი