ახალი ამბებიხელოვნება

”ნიუტონის” სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე “ბაბი” გარდაიცვალა

26 მარტი, 2019 • 3335
”ნიუტონის” სოლისტი თამარ ბაბილუა, იგივე “ბაბი” გარდაიცვალა

გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა მუ­სი­კო­სი თა­მარ ბა­ბი­ლუა, იგი­ვე ბაბი, რო­მე­ლიც ბოლო სამი წელია სიმ­სივ­ნეს ებ­რძო­და. ინფორმაცია ნეტგაზეთს მისმა ახლო მეგობარმა დაუდასტურა.

თა­მარ ბა­ბი­ლუა სა­ქარ­თვე­ლოს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ჯგუფის, “ნი­უ­ტო­ნის” სოლის­ტი იყო. მას ერთი შვილი დარჩა.

სიმ­სივ­ნე ბა­ბის  2015 წელს აღ­მო­აჩ­ნდა, თუმცა პირველი ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ კვლავ განაგრძო მუსიკალური კარიერა და სა­ქარ­თვე­ლოს რე­კორ­დიც და­ამ­ყა­რა, როცა 25 სა­ა­თი ­განმავლობაში შე­უს­ვე­ნებ­ლად დაუკ­რა ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე.

2018 წელს ბაბი “ნი­უ­ტო­ნთან” ერთად ჩარ­თუ­ლი იყო პრო­ექტ “მხო­ლოდ ქარ­თულ­ში”, სა­დაც კონ­კურ­სან­ტებს მუ­სი­კა­ლურ აკომ­პა­ნი­მენტს უწევდა. მძი­მე ავად­მყო­ფო­ბი­ს მიუხედავად, თამარ ბაბილუა, ჯგუფის წევრებთან ერთად, რამდენიმე საათის განმავლობაში იდგა სცენაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი