ახალი ამბები

კობახიძე ISFED-ის ანგარიშს კერზაიას საქმეზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს

26 მარტი, 2019 • 980
კობახიძე ISFED-ის ანგარიშს კერზაიას საქმეზე უსაფუძვლოდ მიიჩნევს

პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ISFED-ის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ანგარიშს ეხმაურება და ამბობს, რომ მას მყარი საფუძველი არ აქვს. ანგარიშში, რომლის შესახებაც კობახიძე საუბრობს, ორგანიზაცია განმარტავს, რომ ია კერზაიას საქმეში პოლიტიკური დისკიმინაციის ნიშნები იკვეთება.

“ბუნებრივია, არ შეიძლება ასეთი განცხადებების კეთება, როდესაც, მით უმეტეს, საქმე ეხება ადამიანის გარდაცვალებას. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, მას უნდა ჰქონდეს მყარი საფუძველი..

ჩვენ მიჩვეული ვართ ამ ორგანიზაციისგან უსაფუძვლო განცხადებების კეთებას, მაგალითად, ID ბარათებზე და სხვა თემებთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, ისინი მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავიათნ განცხადებებს,” – ამბობს კობახიძე.

“სამართლიანი არჩევნები” [ISFED] ია კერზაიას საქმეზე ანგარიშს აქვეყნებს.ორგანიზაცია წერს, რომ ზუგდიდის მე-6 სკოლის ინსპექტირების დაწყება და დასკვნა ია კერზაიას პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

ISFED მიიჩნევს, რომ მოქალაქის განცხადების განხილვისა და შემოწმების დაწყების შემჭიდროებული ვადები, ინსპექტირების ფორმა, გამოცემული დასკვნა და გაცემული რეკომენდაციები აჩენს ეჭვებს ზუგდიდის #6 საჯარო სკოლის დირექტორის მიმართ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციული და შერჩევითი მიდგომის თაობაზე.

ვრცლად:

ია კერზაიას საქმე პოლიტიკური მოტივით დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს – ISFED

მასალების გადაბეჭდვის წესი