ახალი ამბები

კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო – სოფო კილაძე ბავშვთა კოდექსზე

26 მარტი, 2019 • 1101
კანონმდებლობაში პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო – სოფო კილაძე ბავშვთა კოდექსზე

“ჩვენ კანონის დონეზე პირველად შემოგვაქვს სიტყვა სამშობლო. როგორ შეიძლება, ასეთი კანონი იყოს ანტიეროვნული?”-, ეს განცხადება ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ გააკეთა სხვადასხვა კონერსვატიული ჯგუფების მხრიდან ბავშვის კოდექსის კრიტიკის საპასუხოდ.

“როგორც სკოლაში, სახლში, ასევე, ოჯახებში და მთლიანად სახელმწიფო უნდა ვიყოთ იმაზე ორიენტირებული, რომ ბავშვებს ვასწავლოთ სამშობლოს სიყვარული, ტრადიციების, მშობლიური ენის, კულტურის… ეს არის მითითებული [კოდექსში] და ჩვენი მიზანი არის, რომ ბავშვი პირველ რიგში ოჯახში აღიზარდოს როგორც ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი”, – აცხადებს კილაძე.

რას გულისხმობს ბავშვის უფლებათა კოდექსის ახალი პროექტი

მასალების გადაბეჭდვის წესი