ახალი ამბები

ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის იურისდიქცია ოფიციალურად აღიარა

25 მარტი, 2019 • 907
ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის იურისდიქცია ოფიციალურად აღიარა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიუსთან შეხვედრაზე ხელი მოაწერა განკარგულებას აშშ-ის მიერ გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის აღიარების შესახებ.

სააგენტო “როიტერსის” ცნობით, აღნიშნული განკარგულებით ოფიციალური სტატუსი შეიძინა ტრამპის მიერ 21 მარტს გაკეთებულმა განცხადებამ. მაშინ ტრამპმა “ტვიტერზე” დაწერა, რომ  “52 წლის შემდეგ დროა, აშშ-მა სრულად აღიაროს ისრაელის სუვერენიტეტი გოლანის მაღლობებზე, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისრაელისთვის უსაფრთხოების თვალსაზრისით და რეგიონალური სტაბილურობისთვის”.

ბენიამინ ნეთანიაჰუ მიესალმა ტრამპის გადაწყვეტილებას და თქვა, რომ ისრაელს უკეთესი მეგობარი არასდროს ჰყოლია.


გოლანის მაღლობების უდიდესი ნაწილი ისრაელმა სირიას 1967 წელს, 6-დღიანი ომისას წაართვა. ისრაელის ქნესეთმა 1981 წელს მიიღო კანონი, რომლითაც აღნიშნულ ტერიტორიაზე ისრაელის იურისდიქცია გაავრცელა, თუმცა გაერო-ს უშიშროების საბჭო ამ გადაწყვეტილებას არ ცნობს.

ამავე თემაზე:

ტრამპი: დროა, გოლანის მაღლობი ისრაელის ტერიტორიად ვაღიაროთ

მასალების გადაბეჭდვის წესი