ახალი ამბები

მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ შემდეგი 100 წელი – სააკაშვილი უგულავას

25 მარტი, 2019 • 1495
მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ შემდეგი 100 წელი – სააკაშვილი უგულავას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას მიმართავს და ამბობს, რომ მკვდარიც მასზე უკეთეს ფორმაში იქნება.

“გუშინ გიგი უგულავა გვარამიასთან სულ იმეორებდა, “არაა სააკაშვილი ფორმაშიო”. რა თქმა უნდა, მუდმივად საჭიროა საკუთარ თავზე მუშაობა და ძვირფასო გიგი, გისურვებ კიდევ 100 წლის სიცოცხლეს. ამასთანავე, მეც არ ვაპირებ ჯერ სიკვდილს, მაგრამ დაიმახსოვრე, მკვდარი უფრო კარგ ფორმაში ვიქნები, ვიდრე შენ და შენი ზოგიერთი კოლეგა შემდეგი 100 წლის მანძილზე. “ათას ცოცხალსა ბევრჯერა, ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია”, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”, საკუთარ გვერდზე.

მიხეილ სააკაშვილს უგულავამ იმავე პოსტის ქვეშ კომენტარით უპასუხა:

“მე მხოლოდ გამიხარდება, თუ კარგ ფორმაში იქნები და მკვდართან შეჯიბრი არ მომიწევს. საუკეთესო სურვილებით”, – დაწერა უგულავამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი