ახალი ამბებიეკონომიკა

2018 წელს აშშ-დან და ჩინეთიდან შემოსული ამანათების საერთო ღირებულება გაორმაგდა

25 მარტი, 2019 • 1432
2018 წელს აშშ-დან და ჩინეთიდან შემოსული ამანათების საერთო ღირებულება გაორმაგდა

2018 წელს აშშ-დან და ჩინეთიდან საქართველოში შემოსული ამანათების საერთო ღირებულება წინა წელთან შედარებით გაორმაგდა.

“ნეტგაზეთის” მიერ გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით,  2017 წელს ამ ორი ქვეყნიდან საქართველოში სულ  2 023 016  ამანათი შემოვიდა, რომელთა საერთო ღირებულება 240 285 472 ლარს შეადგენდა.

2018 წელს კი საქართველოში შემოსული ამანათების რაოდენობამ 2 666 078 შეადგინა ჯამური ღირებულებით – 500 986 252 ლარი.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2017-2017 წლებში საქართველოში აშშ-დან უფრო მეტი ამანათი შემოვიდა, ვიდრე ჩინეთიდან.

Loading...

Loading…

წინა წლების მონაცემების სანახავად წაიკითხეთ:

ამერიკული და ჩინური ონლაინ-მარკეტების ორთაბრძოლა საქართველოში [ინფოგრაფიკა]

მასალების გადაბეჭდვის წესი