ახალი ამბები

დავით კოდუა: როცა თავს დამესხნენ, ნამორაძე მარტო არ იყო

18 სექტემბერი, 2014 • • 3104
დავით კოდუა: როცა თავს დამესხნენ, ნამორაძე მარტო არ იყო

დავით კოდუამ ტელეკომპანია “მაესტროსთან” საუბარში განაცხადა, რომ როცა მას თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე თავს დაესხნენ, ნიშრევან ნამორაძე მარტო არ იყო:

 

“ის ხალხისგან, ვინც ამ ამბავს ესწრებოდა, გადმოცემით ვიცი, რომ ნოშრევანი არ იყო მარტო. რა მდგომარეობაშიც მე ვიყავი, თუ მარტო კაცმა მცემა, ყოჩაღ მაგას. ჩემი ბავშვი მეკითხებოდა, ვინ იყვნენ ისინი, ვინც მე მომვარდნენ. აქ ისეა ნათქვამი, რომ ფიცი მწამს და ბოლო მაკვირვებსო. თუ მარტო იყო, მოვიდა და შემომხედა სახეში და როგორც განცხადებაში ეწერა, მაგის შემდეგ გაუჩნდა მას სურვილი, რომ გაველახე, მე რატომ არ მახსოვს არაფერი? ყველაფერი ხდება, არ არის პრობლემა. მომერია, ღონიერია და რაგბისტია. მე სუსტი ვარ და პატარა. სად მქონდა მაგდენი ძალა, რომ მეცემა” – განაცხადა დავით კოდუამ.   

 

დავით კოდუას განცახადებით, მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა კავშირი აქვს ნოშრევან ნამორაძეს შს მინისტრთან:

 

“რა კავშირი აქვს ნამორაძეს შს მინისტრთან, მე არ ვიცი. მაგაზე სურათის მიხედვით ვერ ვიმსჯელებთ. ამბობს, რომ ერთად ვიყავით საპატრიარქოშიო. მე ასევე წაკითხული მაქვს ნოშიკოს ჩვენება, რომ ჩამოვიდა ზაფხულში ზღვიდან, მას უპირებდნენ დაჭერას და მე ვიყავი ერთ–ერთი დამჭერი. მაგას თუ დავუჯერებთ, რომ მე ვიყავი ვინმეს დამჭერი, მაშინ შეიძლება ცხოვრებაში ყველაფერი დავიჯეროთ. მე ცხოვრებაში არავინ არ დამიჭერია და არც არავის დაჭერაში არ მიმიღია მონწილეობა. მის ჩვენებაში წერია, რომ ჩამოვიდა ზაფხულში ანტალიიდან და დათომ დაააჭერინა ჩემი თავი და ქონება წამართვაო. შვიდი დღის წინ შევხვდი თავდასხმამდე და არაფერი მაგდაგვარი არ უთქვამს. მე ეკლესიაში რომ მიმიყვანა და მითხრა, ძმობა მინდაო და ვენები გადავიჭრათო, ის დღე მახსოვს კარგად. მერე ვინ შეიყვანა შეცდომაში, არ ვიცი”– განაცხადა დავით კოდუამ.  

 

დავით კოდუას ცემაში ბრალდებული ბიზნესმენი ნოშრევან ნამორაძე, თბილსის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა. 

 

ნამორაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობდა ჰქონდა მისჯილი [ შეეფარდა მაისში], თუმცა დაცვის მხარე მის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. როგორც ნეტგაზეთს სასამართლოს პრესსამსახურში უთხრეს, გირაოს ოდენობად 50 ათასი ლარი განისაზღვრა. საქმის არსებითი განხილვა 2 ოქტომბრიდან დაიწყება.

 

ერეკლე კოდუას ძმა, ბიზნესმენი დავით კოდუა აბაშიძის ქუჩაზე 3 მაისს სცემეს. იგი სილამაზის სალონში 4 წლის შვილთან და ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. მას სახის არეში მრავლობითი დაზიანებები ჰქონდა მიყენებული. საქმის მასალების მიხედვით, კოდუას ნოშრევან ნამორაძე შურისძიების მოტივით გაუსწორდა. 

 

დავით კოდუა
დავით კოდუა

მასალების გადაბეჭდვის წესი