ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ბაქოს პოლიციამ ტუბერკულოზის წინააღმდეგ აქცია დაშალა

25 მარტი, 2019 • 1000
ბაქოს პოლიციამ ტუბერკულოზის წინააღმდეგ აქცია დაშალა

ბაქოში აქტივისტების აქცია, რომელიც მოქალაქეებისთვის ტუბერკულოზით დაავადებისგან თავის დაცვის წესების გაცნობას ემსახურებოდა, პოლიციამ დაშალა. 

აქციის ორგანიზატორები იყვნენ საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები, “ჰაიტი” და  “ჯანმრთელობის შელშეწყობა”. ორგანიზაცია “ჯანმრთელობის შელშეწყობა” იუსტიციის სამინისტროსთანაა არსებულიი და მჭიდროდ თანამშრომლობს ქვეყნის პენიტენციურ სამსახურთან. ორგანიზაცია იმ გათავისუფლებულ პატიმართა კონტროლის პროგრამას ახორციელებს, რომლებიცტუბერკულოზით არიან დაავადებული.

აქციის მონაწილეები გამოვიდნენ პლაკატებით- “არა ტუბერკულოზს” და “მომავალი ტუბერკულოზის გარეშე”. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გამვლელებს ბუკლეტებს ურიგებდნენ და ჯანმრთელობის დაცვის მეთოდების ცოდნის საჭიროებაზე ესაუბრებოდნენ.

თუმცა ღონისძიება პოლიციამ ჩაშალა, რომელმაც აქტივისტებს განუცხდა, რომ აქცია სანქცირებული არ ყოფილა.

აქტივისტების ცნობით, ტუბერკულოზის პრობლემა აზერბაიჯანისთვის აქტუალურია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი