საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ზღვარის 500 ლარამდე გაზრდას კომიტეტმა მხარი დაუჭირა

ევროპულმა საქართველომ საფოსტო გზავნილებზე განბაჟების ზღვარის 300-დან 500 ლარამდე გაზრდის ინიციატივა პარლამენტში კიდევ ერთხელ შეიტანა, რომელსაც დარგობრივი ეკონომიკის საპარლამენტო კომიტეტმა დღეს მხარი დაუჭირა.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი კანდელაკის განცხადებით, ლარის გაუფასურების გამო საფოსტო გზავნილების განბაჟების 300-ლარიანი ზღვარი იმდენად პატარაა, რომ საზღვარგარეთიდან რამის გამოწერამ პრაქტიკულად აზრი დაკარგა.

ევროპულმა საქართველომ აღნიშნული ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში 2018 წლის დასაწყისშიც შეიტანა, თუმცა პარლამენტმა მას მხარი არ დაუჭირა.

2018 წლის 23 თებერვლის პარლამენტის სხდომაზე საფოსტო გზავნილებზე განბაჟების წესის ცვლილებას მხოლოდ 15-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო 25-მა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა.

არქივიდან:

პარლამენტმა საფოსტო გზავნილების განბაჟების წესი არ შეცვალა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.