ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჟენევაში აფხაზეთს საერთაშორისო კუთხით დაბრკოლებების მოხსნაზე სურს საუბარი

18 სექტემბერი, 2014 • • 1088
ჟენევაში აფხაზეთს საერთაშორისო კუთხით დაბრკოლებების მოხსნაზე სურს საუბარი

დღეს, 18 სექტემბერს აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, ვიაჩესლავ ჩიკირბასა და კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საკითხებში ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების, ანტი ტურუნენის, ჰერბერტ სალბიერისა და ანჯელო გნედინგერის შეხვედრა შედგა. 

 

“ჩვენ გვესმის, რომ წნი რთული ამოცანა გვაქვს ფორმატისა და დღის წესრიგის საკითხში კომპრომისების მოძებნის კუთხით. აფხაზური მხარე მოლაპარაკებების ჩაშლის წინააღმდეგია, თუმცა არსებობს პრინციპული საკითხები,”- განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებემა, ვიაჩესლავ ჩიკირბამ.

 

მისი თქმით, აფხაზური მხარე მოითხოვს, რომ დღის წესრიგში შევიდეს საკითხები, რომელიც აფხაზეთის მოსახლეობისთვის საერთაშორისო ურთიერთობებში დაბკოლებების მოხსნას, უზგო უკვლოდ დაკარგულთა ძებნას და კულტურულ მემკვიდრეობას შეეხება. 

 

შეხვედრის ძირითადი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის ბოლოს ჰერბერტ სალბერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თანათავმჯდომარეები შეეცდებიან ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ ოქტომბერში დაგეგმილ მორიგ რაუნდზე პრობლემების განხილვა მოხდეს. 

 

“28-ე რაუნდის ჩატარების დროს პრობლემები იყო. გვინდა ამჯერად ისინი ავიცილოთ. ამიტომ აუცილებელია იქამდე შევთანხმდეთ თამაშის წესებზე. ჟენევის მოლაპარაკებები – ეს დიდი ფორუმია, სადაც გადაწყვეტილებები კონსესუსით მიიღწევა.”

 

მისივე განმარტებით, აფხაზეთის მხარე კატეგორიული წინააღმდეგია დევნილთა საკითხების განახილვის, რომელსაც დაჟინებით ითხოვს ოფიციალური თბილისი. 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   

მასალების გადაბეჭდვის წესი