ახალი ამბები

მთაწმინდის მაჟორიტარობის მსურველი 11 კანდიდატი

25 მარტი, 2019 • 4287
მთაწმინდის მაჟორიტარობის მსურველი 11 კანდიდატი

მთაწმინდაზე საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი ამ დრომდე 11-მა კანდიდატმა გამოთქვა. ნაწილმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატის რეგისტრაციისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა, ხოლო ზოგიერთი მათგანი ამას სამომავლოდ აპირებს.

11-დან სამი კანდიდატი პოლიტიკურმა პარტიებმა წარადგინეს:

  • შალვა შავგულიძე –  პოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრატების”თავმჯდომარე –  ევროპული საქართველოსა და თავისუფალი დემოკრატების ბლოკი.
  • ლადო კახაძე – ექიმი, პოლიტიკოსი, 1998-2002 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა – “ქართული ოცნება”.
  • ჰერმან საბო – პოლიტიკური პარტია “გირჩის” წევრი – “გირჩი”.

8 კანდიდატი კი საინიციატივო ჯგუფებმა დაასახელეს:

  • ლევან იოსელიანი –  ალეკო ელისაშვილის მიერ დაფუძნებული “სამოქალაქო მოძრაობის წევრი” – საინიციატივო ჯგუფი: ნათია ლილუაშვილი, ალექსანდრე ელისაშვილი, ვახტანგ შურღაია, დავით აბდუშელიშვილი, ივანე ნორაკიძე
  • იოსებ კობერიძე –  მსოფლიო ჩემპიონი შერეულ ორთაბრძოლებში – საინიციატივო ჯგუფი: შოთა კობერიძე, ნუნუ ფეიქრიშვილი, თამარ მუჩიაური, ლაშა კაიშაური, დოდო ელიაშვილი.
  • სოფიო ხორგუანი – 2007-2009 წლებში სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის მოადგილე –  საინიციატივო ჯგუფი: ლელა ფირალიშვილი, გიორგი აბდალაძე, კობა კვანტალიანი, გიორგი კერესელიძე, ლელა გაფრინდაშვილი, მალხაზ თოფურია, ოთარ ტატიშვილი, რევაზ სტურუა.
  • კობა დავითაშვილი – V, VI, VII და VIII მოწვევის პარლამენტის წევრი – საინიციატივო ჯგუფი: ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, გიორგი ქარდავა, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი
  • გრიგოლ გეგელია – ისტორიკოსი –  საინიციატივო ჯგუფი: ლევან ლორთქიფანიძე, ვლადიმერ პაპავა, თათია დოლიძე, ზურაბ ბაქრაძე, ესმა გუმბერიძე, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი, ირაკლი კუპრაძე.
  • ბესიკი ადამია – მშვიდობისა და მეგობრობის ინტელექტუალური კლუბის პრეზიდენტი – საინიციატივო ჯგუფი: მაია კუხიანიძე, ზეინაბი ჩაფიძე, ელგუჯა ცხადაშვილი, დავითი ხაჭიპერაძე, მამუკა ხუჯაძე.
  • გიორგი ანდრიაძე –  ილია II-ის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის მმართველი საბჭოს წევრი – საინიციატივო ჯგუფი: გურამ საღარაძე, თემურ ჩალაბაშვილი, დავით გველესიანი, ნუნუ გაბუნია, ზაზა ხაბეიშვილი.
  • თამარ ალფაიძე – სამართლის დოქტორი, საინიციატივო ჯგუფი: ლანა გალდავა, თათია მანაგაძე, დევიდ ლაბაძე, გიორგი მიქელაშვილი, ლიკა ცინცაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი